მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 13 სექტემბრიდან განაახლებს

13 სექტემრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ყველა სხვა შეზღუდვა კი ძალაში რჩება, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

საზოგადოებრივი ტრანსპორტი 14 აგვისტოდან არის გაჩერებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ თუკი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგებოდა, სხვა ტიპის შეზღუდების დაწესება გახდებოდა საჭირო.

მსგავსი პოსტები

Back to top button