მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“ოცნების”პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებს აკავებენ

“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტებს აკავებენ. ერთ-ერთი მათაგნი „შცვალეს“წევრი ნიკა ფარულავაა.

„ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ.

“მოძრაობა შეცვალე მოვედით აქცია-პერფორმანსით. ხედავთ მავთულხლართებს, ძალიან მარტივად არის ყველაფერი. ჩვენ ამით გვინდა ვთქვათ, რომ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებს გვახსოვს და ვიცით რა არის რუსული ოკუპაცია და ის რაც ხდება ამ შენობაში, არაფერს არ შეცვლის”, – ამბობს მოძრაობა “შეცვალეს” წევრი.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ აქტივისტებს შეურაცხმყოფელი შესტი უჩვენა. აღნიშნულმა აქტივისტებში პროტესტი გამოიწვია და მას მონა უწოდეს. სწორედ ამას მოჰყვა აქციის მონაწილეების დაკავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button