საქართველოსიახლეები

სებ-მა $20 000 000 გაყიდა

დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება.

„2020 წლის 27 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2035 შეადგინა. როგორც არაერთხელ აღინიშნა, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მიმდინარე წლის განმავლობაში უფრო აქტიურად განახორციელებს. ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარზე არაორდინალური ვითარებაა, ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას როგორც უცხოური, ისე ეროვნული ვალუტით. შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და ამ პოლიტიკის სარგებელი დღეს სახეზეა. სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2044 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2044 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2027 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4790 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4551 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0239 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button