რეგიონი

სეკანის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

პარტია “საქართველოსთვის” საკრებულოს წევრის ირაკალი კაჭარავას განცხადებით, წინა სხდომების მსგავსად, სენაკში დღევანდელი საკრებულოს სხდომაც ჩაიშლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სენაკის საკრებულოს წევრმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ლაშა კუჭავამ კი საკრებულოს სხდომაზე სკანდალური განცხადება გააკეთა.

მისი თქმით “, ქართული ოცნებამ ” მას მანდატის დატოვების სანაცვლოდ 100 000 ლარი შესთავაზა.

შეგახსენებთ,კვორუმის არარსებობის გამო,წინა საკრებულოს სხდომა ჩაიშალა.

წარმომადგენლობით ორგანოში სულ 33 წევრია. აქედან 16 “ქართული ოცნების”, დანარჩენი კი ოპოზიციის – “ნაციონალური მოძრაობისა” და გახარიას – “საქართველოს” წევრია.

დღეს სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატები არ გამოცხადნენ.

ამ წუთებში ხდება ცნობილი, რომ საკრებულოს სხდომა სენაკში 11 იანვრამდე გადაიდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button