![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/05/Selena-Gomez-1-1024x683.jpg)
ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, სელენა გომესმა და ცნობილმა ბრენდმა, Puma-მ 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინეს. კომპანიამ მომღერლის მონაწილეობით სარეკლამო ვიდეო გაავრცელა, რომელშიც არტისტის კომპოზიცია I Can’t Get Enough ჟღერს.
ეს “პუმასა” და სელენას რიგით მეორე ერთობლივი კოლექციაა.
მსახიობმა და მომღერალმა კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.