სემეკის გადაწყვეტილებით ჰესებს წარმოების ფასი გაეზარდათ

სემეკმა თითქმის ყველა ჰიდროელექტრო სადგურისა და თბოელექტრო სადგურის გენერაციის ტარიფი დაადგინა.

ჰესებს წარმოების ფასი გაეზარდათ, ხოლო თბოსადგურებიდან ორს შეუმცირდა და ორს მოემატა.

უფრო კონკრეტულად კი სემეკის გადაწყვეტილებით, ენგურჰესის ტარიფი 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე 1.49 თეთრიდან 1.81 თეთრამდე გაიზარდა, “ვარდნილჰესების კასკადისთვის” კი 2.880 თეთრიდან 4.002 თეთრამდე.

სემეკის გადაწყვეტილებითვე, „გარდაბნის თბოსადგურის“ წარმოების ზღვრული ტარიფი 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე 8.056 თეთრიდან 8.012 თეთრამდე შემცირდა, „ჯიფაუერის“ – 10.537 თეთრიდან 9.431-მდე, „მტკვარი ენერჯის“ – 11.358 თეთრიდან 11,512 მდე გაიზარდა , „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ ტარიფი 10.963 თეთრიდან 11.511-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, გადაწყვეტილებას ამის შესახებ წლის ბოლო სხდომაზე, 25 დეკემბერს მიიღებენ. სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფი 2018 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button