მნიშვნელოვანირეგიონი

სენაკის მერის ბიძისა და ბიძაშვილის კომპანიები ტენდერებს იგებენ – TI საქართველო

სენაკის მერიის მიერ 2022 წლის მარტში გამოცხადებულ 5 ტენდერში, რომელთა ჯამური ღირებულება 2,614,550 ლარია, სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ, სს “არქეოპოლისმა” და ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანიამ, შპს “ინდიკომ” უკონკურენტოდ გაიმარჯვეს.
მერი ადრე თავადაც მუშაობდა “არქეოპოლისში”. სენაკის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, იგი 2009-

2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” ამ თემაზე სატენდერო დოკუმენტაციისა და პირობების და ასევე აღნიშნულ შესყიდვათა პროცესის შესწავლის შემდეგ, ფიქრობენ, რომ ისინი, შესაძლოა კონკრეტულ მიმწოდებლებზე იყოს მორგებული.

კვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 13 მაისს გამოაქვეყნა, დეტალურად არის განხილული ტენდერები და მათი პირობები
ირკვევა, რომ ტენდერების ნაწილზე სენაკის მერიამ ფინანსური გამოცდილების საკმაოდ მაღალი მოთხოვნები წამოაყენა, რამაც, ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვნად შეზღუდა ბაზარზე მოქმედი სხვა ალტერნატიული მიმწოდებლები და კონკურენცია, რადგანაც ამ მოთხოვნებს სენაკსა და რეგიონში მოქმედი კომპანიების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” აცხადებენ, მერმა ვახტანგ გადელიამ ხუთ შესყიდვაზე აღნიშნა,

რომ გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი როგორც შპს “ინდიკოსთან”, ასევე სს “არქეოპოლისთან” და ხელშეკრულებათა გაფორმებაზე უფლებამოსილება მერის პირველი მოადგილისთვის აქვს დელეგირებული. მიუხედავად ამისა, ზემოთ მოყვანილი გარემოებები აჩენს ეჭვებს პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს სენაკის მერიის ტენდერებში სს “არქეოპოლისისა” და შპს “ინდიკოს” მონაწილეობის პროცესი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button