რეგიონი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” წევრი, აირჩიეს

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ირაკლი კაჭარავა აირჩიეს 17 ხმით.
კენჭისყრისთვის დაიბეჭდა 33 ბიულეტენი, რამდენი წევრიც ჰყავს წარმომადგენლობით ორგანოს.
სხდომას “ქართული ოცნება” არ დასწრებია, რომელსაც 16 მანდატი აქვს.

ოპოზიცია 17 წევრით იყო წარმოდგენილი. მათგან 13 “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, 4 კი “საქართველოსთვის”.
მანამდე, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.

სხდომამდე ბრიფინგი გამართა მმართველმა პარტიამ. “ქართული ოცნების” სენაკის ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა სარჩელით, გააუქმოს სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებები. კერძოდ, საუბარი შეეხება 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიის გადარჩევას. ასევე, გახარიას პარტიის წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობას.

სენაკის საკრებულოს 33 დეპუტატი ჰყავს – “ქართული ოცნების” 16, ენმ-ის 13 და “გახარია-საქართველოსთვის” 4 წევრი.

ექსპრემიერის გუნდის ერთმა წევრმა პირადი პრობლემების მიზეზით საკრებულო დატოვა, მის ადგილმონაცვლედ კი ოპოზიციამ ნიკოლოზ შამათავა ცნო წინა სხდომაზე. ამ გადაწყვეტილებას კი არაკანონიერად მიიჩნევს “ქართული ოცნება”, რომელიც არც ამ სხდომას დასწრებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button