რეგიონი

სენაკის სოფელ ტყირში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ტყირში 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაცია რადიო თბილისთან სოფლის რწმუნებულმა ლაშა გრიგოლიამ დაადასტურა.

ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს და მიმდინარეობს ექსპერტიზა.

მამაკაცს სამაშველო სამსახურები და ადგილობრივები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მამაკაცი, არაოფიციაკური ინფორმაციით, სავარაუდოდ მოკლულია.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

მსგავსი პოსტები

Back to top button