მნიშვნელოვანირეგიონი

ნიკა მელია პარტიის წევრებს ლაგოდეხსა და გურჯაანში შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე, რეგიონებში პარტიულ აქტივს ხვდება.

დღეს, ნიკა მელია პარტიის წევრებს, გურჯაანსა და ლაგოდეხში, დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

მოქმედი თავმჯდომარის განმარტებით, შეხვედრა პარტიაში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდებოდა, თუმცა, დეტალებზე საუბარს მან, თავი აარიდა.

” შეხვედრები შეეხება დაგეგმილ არჩევნებს. მთავარია, რომ კენჭისყრა იქნება ფარული და შეუძლებელი იქნება გარკვევა, ვინ, ვის მისცა ხმა. პარტიაში ბევრი რამ არის შესაცვლელი და იმედი მაქვს, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება”- განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება.
პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია 17 იანვარს, 18:00 საათზე შეწყდება.

წინასწარი მონაცემებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისათვის, მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძოლებენ.
არჩევნები პარტიაში ეგრეთწოდებული ბლოკჩეინის სისტემით გაიმართება.

პლატფორმა არჩევნებისთვის გამოსაყენებლად, მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ჯგუფმა წარადგინა.
ბლოკჩეინი სისტემაა, სადაც სხვადასხვა სახის დოკუმენტები ერთ ბლოკში ხვდება და მონაცემების შეცვლა, შეუძლებელია.
სისტემა თავდაპირველად, ფიზიკოსებმა, სტიუარტ ჰაბერმა და სკოტ სორნოტიმ, 1991 წელს აღწერეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button