მნიშვნელოვანირეგიონი

სენაკში, სამართალდამცველზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ პირებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

სენაკში, სამართალდამცველზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 5 ახალგაზრდას სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ მიიღო.

მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ მარიამ წულაიას შეუამდგომლობა.

დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

დაკავებულების ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმე არის თითიდან გამოწოვილი და არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, 24 აპრილს, სენაკში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, იმერეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ხუთი ადამიანი, სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდა.

გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button