სპორტ-ნიუსისპორტი

სენეგალი აფრიკის ჩემპიონია

აფრიკის ერთა თასის გამარჯვებული სენეგალის ნაკრები გახდა.

გუნდმა აღნიშნული ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო.

ფინალში ერთმანეთს ეგვიპტის და სენეგალის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

უნდა ითქვას,რომ ეგვიპტელებს თუ მოჰამედ სალაჰი ყავთ,სენეგალს სადიო მანეს გარდა სხვა ვარსკვლავებიც ყავთ და ფაქტია,რომ მანეს გუნდმა კლასის ხარჯზე იმარჯვა.

მატჩის ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა.დამატებით ტაიმებშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული და ფინალურ შეხვედრაში პენალტების სერია დაინიშნა.

აქ კი “ფარაონების” მიერ დაშვებულმა შეცდომებმა სენეგალს წარმატება მოუტანა.

4:2 და ისტორიაში პირველად აფრიკის ერთა თასს სენეგალი დაეუფლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button