სპორტი

სენსაცია ბუქარესტში და არშემდგარი ქამბექი კოპენჰაგენში #ევრო 2020

გუშინ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 2 მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. დანიის დედაქალაქში ერთმანეთს ხორვატები და ესპანელები დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი გოლი ხორვატიის ნაკრების კარში ავტოგოლი აღმოჩნდა.

ესპანელები გააქტიურდნენ და შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე პირენეელების უპირატესობა 2 ბურთამდე გაიზარდა. ტაბლოზე 3:1 ენთო, როცა ხორვატიის ნაკრებმა მართლაც ბოლო ძალა მოიკრიბა და ძირითად დროში ანგარიში გაათანაბრა.

დამატებით 15 წუთიან ტაიმებში ესპანელები ნაკლებად დაღლილები ჩანდნენ, რაც შედეგზეც აისახა. მათ 2 გოლი გაიტანეს და 5:3 ანგარიშით მეოთხედფინალში გავიდნენ.

ბუქარესტის 100 პროცენტით შევსებული პუშკაშ არენა საფრანგეთის და შვეიცარიის მატჩს მასპინძლობდა.

თითქმის წინა შეხვედრის ანალოგიური სცენარით წარმართული მატჩის ძირითადი დრო 3:3 დამთავრდა. მას შემდეგ რაც დამატებითი დროც ფრედ დასრულდა, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა 11 მეტრიანები ჩანიშნა. სენსაცია ორმაგი იყო: კილიან მბაპეს გაფუჭებული პენალტი და ტურნირიდან გავარდნილი საფრანგეთის ნაკრები.

შვეიცარია მომდევნო ტურში სწორედ ესპანეთის ნაკრების მეტოქე იქნება. დღეს საკონტინენტო პირველობას კიდევ 2 მეოთხედფინალისტის ვინაობა ეცოდინება.

მსგავსი პოსტები

Back to top button