სპორტი

სენსაცია NBA-ში: „დალასმა“ :კლიპერსს“ პირველი ტაიმი 50 ქულის სხვაობით მოუგო

დღეს, გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოცოაციაში მორიგი ტურის 10 შეხვედრა გაიმართა. ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი „დალას მავერიქსისა“ და „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ დაპირისპირება გამოდგა.

მატჩის პირველი ტაიმი ლეონარდსის გარეშე დარჩენილმა „კლიპერსმა“ 50 ქულიანი ანგარიშით, 77:27 დათმო.

ეს არის რეკორდული მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც 1954-55 წლებში ნბა-ს თამაშების დროს, შეტევაში დროის კონტროლი შემოიღეს.

„დალასი“-„კლიპერსის“ მატჩი სტუმრების გამარჯვებით, 124-73 დასრულდა.
წინა რეკორდი 1991 წელს დამყარდა,როცა „გოლდენ სტეიტმა“ „საკრამენტოს“ პირველ ტაიმში 47 ქულით მოიგო.

ტურის დანარჩენი შეხვედრები:

შარლოტი – ბრუკლინი 106:104
ნიუ-ორლეანსი – სან-ანტონიო: 98:95
ვაშინგტონი – ორლანდო 113:120
კლივლენდი – ფილადელფია 118:94
ნიუ-იორკი – მილუოკი 130:110
ჩიკაგო – გოლდენ სტეიტი 128:129
ინდიანა – ბოსტონი 108:107
საკრამენტო – ფინიქსი 100:116
ლეიკერსი – მინესოტა 127:91

მსგავსი პოსტები

Back to top button