სპორტი

სენსაცია… ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა

Qatar ExxonMobil Open-ის მეოთხედფინალში მსოფლიო რეოტინგით 42-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეექვსე ჩოგანს, ლეგენდარულ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და 3 სეტში: 3:6; 6:1; 7:5 დაამარცხა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ყველაზე ხმაურიანი მოგებაა მას შემდეგ, რაც ირაკლი ლაბაძემ ანდრე აგასი დაამარცხა.

ფედერერმა 405 დღიანი პაუზის შემდეგ კარიერა განაახლა და ალბათ დარწმუნებულიც იყო, რომ მასზე 10 წლით უმცროს ახალგაზრდა ქართველთან იოლი გასეირნება ელოდა.

პირველი სეტი შევეიცარიელმა მოიგო კიდეც, თუმცა მეორე სეტი ნიკამ თავიდანვე წარმატებით დაიწყო და გამანადგურებელი ანგარიშით სძლია უძლიერეს მეტოქეს.

მესამე სეტი თანაბარი და გარდამავალი უპირატესობით გაიმართა. მიუხედავად ამისა, ბასილაშვილმა მატჩის სადავეები კარგად დაიჭირა და ლეგენდარულ როჯერს ნახევარფინალის საგზური აართვა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი და ფედერერი ერთმანეთს ერთხელ, 5 წლის წინ შეხვდნენ. 2016 წლის იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობაზე შვეიცარიელმა 3 სეტში აჯობა 24 წლის ქართველს.

დოჰას მასტერსში მიღწეული ამ შედეგისთვის ბასილაშვილმა ლაივ რეიტინგში 3 საფეხურით წინ წაიწია და ახლა ის 39-ე პოზიციაზეა.

ნახევარფინალურ შეხვედრას ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button