სექსი ლენინის ძეგლთან [Photo/video]

მოსკოვში “პეტლიურას” კულტურის სახლში მხატვარ მარია შიმჩუკის გამოფენა “ეროტიკული ვანდალიზმი” გაიხსნა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ძეგლებთან სქესობრივი აქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, – გვაცნობებს Life.ru.

იალტელი ქალბატონი თავის ქმედებებს წელიწადის ცივ დროს, ღამის განმავლობაში ახორციელებდა, რათა აბეზარი მოწმეებისგან თავი აერიდებინა. მხატვრის შთაგონების წყაროდ ზამთარში ელექტროენერგიის გათიშვა იქცა და შიმჩუკს უჩვეულო საქციელისკენ უბიძგა.

“სურვილი მქონდა, გამეხსენა და გამეცოცხლებინა სიყვარულს მოკლებული, მიტოვებული ძეგლი, რომელიც იმდენად მშვენიერია, რომ ამქვეყნად ყველაფერს დაგავიწყებს. ალისფერი დროშა, მელოტი თავი, ტიპური ფალოსური ფორმა… – ლენინი უზომოდ ეროტიკულია,” – განუცხადა მხატვარმა გამოცემის ჟურნალისტს.

გამოფენაზე შესვლა უფასოა და იგი 27 ივლისამდე გაგრძელდება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37798″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button