სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს ბათუმის პოლიციის განყოფილებაში კითხავენ

ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი ომარ მახარაძე პოლიციის მეექვსე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის გამოკითხვაზე გუშინ იყო დაბარებული, თუმცა პოლიციის განყოფილებაში არ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, უკვე ყოფილი ლექტორი, სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერა გაასაჯაროვა. ომარ მახარაძე ბრალდებას უარყოფს.
ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლექტორს უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება შეუწყდა.
ომარ მახარაძე, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი და ფრაქცია ,,ქართული ოცნება – მრეწველების” წევრიც იყო, თუმცა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებისა და გამოძიების დაწყების შემდეგ, საკრებულოში ფრაქცია და თანამდებობა დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მომხდარს 139-ე მუხლით იძიებს, რაც სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას გულისხმობს.