კრიმინალიმსოფლიო

სექსუალურ შევიწროებაზე ჩივილისთვის, ბანგლადეშში 19 წლის გოგონა ცოცხლად დაწვეს

19 წლის ნასრა ჯაჰან რაფი, სასწავლო დაწესებულების სახურავზე ცოცხლად დაწვეს. შემთხვევამდე ორი კვირით ადრე, მან სკოლის დირექტორს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა.

როგორც BBC წერს, მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორი დააპატიმრეს. გოგონა სკოლაში მივიდა, სადაც ორმა მოსწავლემ, მოტყუებით აიყვანა სახურავზე. მათ იქ კიდევ რამდენიმე პირი დახვდათ, რომლებმაც ნასრას პოლიციიდან სარჩელის გამოტანა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი, ცეცხლი წაუკიდეს.

შემთხვევა 6 აპრილს მოხდა. გოგონა საავადმყოფოში სხეულის 80 პროცენტიანი დამწვრობით მიიყვანეს. 10 აპრილს კი, ის გარდაიცვალა.

ნასრა ჯაჰან რაფის მკვლელების დასჯის მოთხონით, ბანგლადეშში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქმეზე 15 პირი იქნა დაკავებული, მათგან ორი, სკოლის მოსწავლე.


NURPHOTO/GETTY IMAGES

მსგავსი პოსტები

Back to top button