მნიშვნელოვანისიახლეები

სექსუალური ძალადობა მონაზონზე

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, რამდენიმე პირი შეიჭრა. უცნობები ერთ-ერთ მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სექსუალურად იძალადეს.

70 წლის მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ჯერ ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში დააწვინეს, შემდეგ კი, მდგომარეობის სიმძიმის გამო, თბილისში გადაიყვანეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ძარცვის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ არიან.

მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button