რეგიონი

სექსუალური ძალადობის მცდელობა ზუგდიდში-45 წლის მეზობელი 70 წლის ქალს თავს დაესხა

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 45 წლამდე ნიღბიანი მამაკაცი, 70 წლის მარტოხელა ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, მან ქალის მიმართ, სექსუალური სახის ძალადობა სცადა, რა დროსაც ქალმა, ნიღბის მოხსნა მოახერხა და თავდამსხმელში მეზობელი ამოიცნო.

ამავე ცნობით,ქალმა თავის დაცვა შეძლო, თავდამსხმელი მოიგერია და სცემა, რის შემდეგაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.

არსებული ინფორმაციით, ის დააკავეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო,რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button