მსოფლიოსიახლეები

სერბეთის ეკლესიის მიტროპოლიტი დააკავეს

მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ეკლესიაში საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ დააკავეს. შემთხვევა დედაქალაქ პოდგორიცაში მოხდა.

როგორც Ortodox Time წერს, პოლიციამ მიტროპოლიტი, ათეულობით სასულიერო პირი და მორწმუნე დააკავა, რადგან მათ კორონავირუსის დროს რელიგიური რიტუალების ჩატარებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, გიოკო პეროვიჩი ამბობს, რომ მონტენეგროს პოლიციის ქმედებები გაურკვეველია, რადგან ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირი და მგალობლები იყვნენ. მისივე თქმით, პოლიციის ქმედებები მკაცრად უნდა დაიგმოს.

“ამ დღეებში საცხობების, ბაზრობებისა და მშენებლობების წინ უფრო მეტი ადამიანი იკრიბება, ვიდრე მართლმადიდებელი ეკლესიების წინ, რადგან ჩვენ ვიცავთ კანონებს და არ ვიწვევთ ხალხს”, — განაცხადა მან.

მონტენეგროში სერბეთის ეკლესიის ინფორმაციით, დაკითხვის შემდეგ მიტროპოლიტი გაათავისუფლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button