
სერბეთის ქალაქ კურშუმლიასთან ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სატვირთო ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 18:45 საათზე მოხდა.