სერგეენკო ივანიშვილის ჯანმრთელობაზე: ეს რეალურად ჭორია

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი შეერთებულ შტატებში გააკეთა.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი თავს კარგად გრძნობს.

“გავრცელებულ ასე ვთქვათ, ჭორზე, მე ვფიქრობ, რომ თვითონ ბატონმა ბიძინამაც და მისმა რამდენიმე ახლობელმაც გააკეთეს უკვე განმარტება, რომ ეს რეალურად ჭორია. მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ და მჯერა, რომ დიდი ხანი იქნება კარგად,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მსგავსი პოსტები

Back to top button