მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

ლავროვი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოსკოვში ეპატიჟება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰან ბაირამოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოგრაბ მნაცაკანიანთან სატელეფონო საუბრები გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა დაადასტურა მზადყოფნა, მოსკოვი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის პლატფორმად იქცეს.

”სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი გააგრძელებს შუამავლის როლის შესრულების მცდელობას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად, რისი მიზანიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურად და დიპლომატიურად მოგვარების პირობების შექმნაა. მან ასევე დაადასტურა მზადყოფნა, მოსკოვი შესაბამისი კონტაქტების ორგანიზების პლატფორმად იქცეს, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრისთვის”, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, რუსმა დიპლომატმა ასევე ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნების აუცილებლობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button