სპორტი

სერხი რობერტოს ქირურგიული ჩარევა ჭირდება. ახალი თავსატეხი ჩავისთვის

ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას ნახევარმცველი სერხი რობერტო მოედანზე დიდხანს ვერ გამოჩნდება. ექიმებმა მარჯვენა ფეხის ბარძაყის მძიმე დაზიანება დაუდგინეს,რაც ქირურგიული ჩარევის გარეშე არ გამოვა.

ბოლოს, ესპანელი სტადიონზე 27 ოქტომბერს,რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ შეხვედრაში გამოჩნდა.სწორედ ამ დროს მიიღო დაზიანება და თამაში ვეღარ გააგრძელა.

მაშინ ბარსელონამ 0:1 წააგო და ყოფილი მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდა.კლუბის ხელმძღვანელობამ როლანდ კუმანი თანამდებობიდან დაითხოვა.

29 წლის სერხი რობერტოს ფინეთში ოპერაციას ის ექიმი ჩაუტარებს,რომელმაც გასულ ზაფხულს უსმან დემბელეს წარმატებულად უმკურნალა.

ამ დროისთვის ტრავმის სრული აღდგენისთვის, ექიმები 4 თვეს ითხოვენ ზუსტ დროს კი მედიკოსები ოპერაციის შემდგომ პერიოდში დაასახელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button