სერხიო აგუეროს მესის გვერდზე თამაში სურს. პსჟ დასახმარებლად მზადაა.
არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სერხიო რამოსი და ლიონელ მესი უდავოდ კარგი წყვილი რომაა გუნდში, უკვე აღარავინ დავობს. მათ ერთად კოპა – ამერიკა მოიგეს. გარდა ამისა, აგუერო სწორედ მესის გამო გადაბარგდა ბარსელონაში…
ახლა კი, როგორც აგუერო ამბობს, მისთვის შოკი იყო არგენტინელი ფენომენის პსჟ-ში გადასვლა. ამიტომ, მისი დიდი სურვილია, პარიზულ კლუბს შეუერთდეს და მესისთან წყვილში კვლავ სასიკეთო საქმეები აკეთოს.
პარიზული კლუბის მესვეურები 35 წლის სუპერვარსკვლავის ყველა თხოვნას ყურადღებას აქცევენ და არც ეს ფაქტი გამოპარვიათ. თავდამსხმელი თავადაც მოწადინებულია, აგუერო საკუთარ გუნდში იხილოს.
მესის და აგუეროს ერთიდაიგივე კლუბის მაისურებით ნახვის შანსი ფეხბურთის გყულშემატკივარს კვლავ გაუჩნდა,- პსჟ მზადაა ბარსელონას გაცვლაზე დაელაპარაკოს.
პარიზელები 33 წლის აგუეროს სანაცვლოდ მაურო იკარდის დათმობას აპირებენ. იკარდი კიდევ ერთი არგენტინელია, რომელითანაც ლიონელ მესის არცთუ ისე სახარბიელო ურთიერთობა აქვს.
თუკი კლუბებს შორის შეთანხმება მოხდება, გარიგება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განხორციელდება. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ბარსელონას პოზიცია ფეხბურთელების გაცვლის ამ ვარიანტთან დაკავშირებით.