სესხების ლარიზაციის პროგრამა იწყება

სესხების ლარიზაციის პროგრამა ხვალიდან, 17 იანვრიდან ამოქმედდება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ლარიზაციის გეგმას აფასებენ მინისტრები. დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის შეფასებით, ლარიზაციის გეგმა იქნება დამატებითი იმპულსი, რომელიც ლარის გამყარებასა და ეკონომიკის სწრაფად განვითარებას შეუწყობს ხელს.

მიხეილ გიორგაძე კი მიიჩნევს, რომ ლარიზაციის გეგმა მოსახლეობის ყოველდღიურობას უკეთესობისკენ შეცვლის.

მსგავსი პოსტები

Back to top button