სეტყვამ გურჯაანის 4, საგარეჯოს 5 და სიღნაღის 2 სოფელი დააზარალა

კახეთში სეტყვით მიყენებული ზარალის დათვლა დღეს დაიწყება.

ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოში 5, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კი 4 სოფელი დააზარალა.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში, სადაც ადგილობრივების თქმით, 150 ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა. სოფლებში, დარჩეთსა და ნანიანში კი სტიქიამ, მოსახლეობის ინფორმაციით, მარწყვის მოსავალი და ბოსტნეული გაანადგურა. ვენახების გადასარჩენად ისინი ხელისუფლებას შესაწამლი პრეპარატებით დახმარებას სთხოვენ.

საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ვენახები დაისეტყვა ასევე სიღნაღის ორ სოფელში, ტიბაანსა და ძველ ანაგაში. ადგილობრივების თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი დაგვიანებით გამოიყენეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button