რეგიონისიახლეები

სეტყვა და ღვარცოფი ხულოში

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო განვითარებულმა ღვარცოფმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა თხილვანაში, სოფლის გზები დააზიანა. დაისეტყვა ნათესები.

ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

„სეტყვა იყო, ნახევარი საათი. გზები და ნათესები დაზიანდა. ხეობაში არსებული მდინარე ადიდდა. სეტყვას იმდენი ზიანი არ მოუყენებია, რამდენიც ღვარცოფმა, რომელმაც ნათესები წალეკა.” – განაცხადა ქვედა თხილვანას მცხოვრებმა თეიმურაზ ქამადაძემ.

ძლიერმა სეტყვამ გუშინ, 17 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ვერნებსა და ფუშრუკაულში დააზიანა ნათესები.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/287144556001688/

 

მსგავსი პოსტები

Back to top button