სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო გამოძიება ლაგოდეხში, სოფელ კაბალში საცხოვრებელ სახლზე სეტყვის საწინააღმდეგო რადარიდან გასროლილი რაკეტის დაცემის ფაქტზე – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროში განუცხადეს. ეს მუხლი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ფაქტს ადასტურებენ კომპანია “დელტაში”, სადაც რადიო “ჰერეთს” დაპირდნენ, რომ განცხადებასაც გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ წუხელ გვიან ღამით, ნათიკ ასლანოვის საცხოვრებელ სახლს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში სეტყვის საწინააღმდეგო რადარის რაკეტა დაეცა – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” თავად დაზარალებულმა განუცხადა.

მისი თქმით, დამწვარია სახლის სახურავის ნაწილი, გაბზარულია კედლებიც. ასლანოვის თქმით არავინ დაშავებულა. როგორც მან ჰერეთთან განაცხადა,თავად მოახერხა ხანძრის ჩაქრობა.

ასლანოვი შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებასა და ყურადღებას ითხოვს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

მსგავსი პოსტები

Back to top button