“კატალონია დამოუკიდებლობას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს”

კატალონია დამოუკიდებლობას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში ავტონომიის პრტეზიდენტმა თქვა, რომ შესაბამის ბრძანებას რეგიონის მთავრობა კვირის ბოლომდე გამოსცემს.

კარლეს პუჩდემონის თქმით, მოლაპარაკებები ოფიციალურ მადრიდთან ამ დრომდე არ შემდგარა.

ესპანეთის მეფემ, ფილიპე მეექვსემ კატალონიის ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა და კონსტიტუციური წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდა.

პარალელურად ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერების აქცია გაიმართა კატალონიის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც შეკრებიებმა პოლიციის თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button