სპორტი

„სევილია“ ხვიჩა კვარაცხელიას ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა

სპორტული მედიის ცნობით, ესპანურმა კლუბმა „სევილიამ“ „რუბინთან“ მოლაპარაკებები დაიწყო. ხულენ ლუპეტეგის გუნდი მზადაა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში ყაზანელებს 15-დან 20 მილიონ ევრომდე გადაუხადოს.

რამდენიმე დღის წინ ხვიჩას მამამ ბადრი კვარაცხელიამ გააჟღერა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ვაჟი ამ ზაფხულს რუბინს დატოვებს და ევროპულ გუნდში გადავა.

ამ ფრაზას რუსული მედიის ნაწილში საწინააღმდეგო და ბულინგის შემცველი კამპანია მოყვა. ბეჭდური მედია „ბიზნეს გაზეტა“ მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭი არის დროებითი და იგი ჯერ არ ჩამოყალიბებულა ისეთი დონის ფეხბურთელად, რაც მიესადაგებოდა ევროპული კლუბების სტანდარტებს.

მიუხედავად ამისა, კვარაცხელიას რეიტინგს არაფერი დაკლებია და მარცხენა გარემარბი, აგენტთან ერთად, მზადაა, მოლაპარაკებები განაგრძოს.

შეგახსენებთ, რომ ანდალუსიური კლუბი ახალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. შემდგარი ტრანსფერის შემთხვევაში კი ქართველი ფეხბურთელისთვის ეს ფასდაუდებელი სკოლა იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button