შაკირა გაეროს სამიტზე ლენონის Imagine-ს ლტოლვილებს მიუძღვნის [Video]

კოლუმბიური წარმომავლობის მომღერალი, შაკირა უკვე 10 წელია, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩია.

გაეროს სამიტის გახსნაზე, რომელიც გლობალურ განვითარებას მიეძღვნება, იგი ჯონ ლენონის ჰიტს – Imagine-ს შეასრულებს. შაკირა ამ სიმღერას სირიელ ლტოლვილებსა და მთელი მსოფლიოს ბავშვებს მიუძღვნის.

მომღერლის გამოსვლა, გენერალური ასამბლეის დარბაზში, 15 სექტემბერს, რომის პაპის მიმართვის შემდეგ იგეგმება.

„მსურს Imagine ვიმღერო. ვიცი, რომ პაპი ღარიბებს იცავს, რომ ეს მისი ერთ-ერთი მთავარი დანაპირებია. ყველამ ვიცით, რომ ძალადობა -უთანასწორობის მიზეზია, ხოლო უთანასწორობა კი შესაძლებლობების არქონის შედეგი“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე შაკირამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button