სპორტი

შალკეს გადარჩენას ახალი მწვრთნელი, გრამოცისი შეეცდება

გელზენკირხენის შალკემ ამ სეზონში უკვე მე-5 მწვრთნელი შეიცვალა.

გერმანული კლუბის ახალი თავკაცი, „შალკეს“ ყოფილი ფეხბურთელი 42 წლის დიმიტრიოს გრამოცისი გახდა. გრამოცისს ბუნდესლიგაში 143 მატჩი აქვს ჩატარებული.

მას უდიდესი მისია აკისრია; შალკე ახლა გასავარდნ ზონაშია და მწვრთნელის მთავარი მიზანი, გუნდისთვის, ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებაა.

ახალ დამრიგებელს კლუბის ადმინისტრაციამ კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გაუფორმა.
გუნდში, პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა და მისი თავკაცობით პირველს მატჩს კლუბი პარასკევს, სახლში, „მაინცთან“ გამართავს.

ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მიხედვით, შალკეს, 23 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და გავარდნის მთავარი კანდიდატია. მის წინ მდგომ „მაინცს’ კი მთელი 8 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button