“საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმი დაკანონდა”

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველოში ოფიციალურად დაკანონდა ერთპიროვნული ოლიგარქიული რეჟიმი.მან იმ პარტიებს, რომლებიც თავს ოპოზიციად თვლიან, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმისკენ მოუწოდა. ნათელაშვილმა ასევე მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებას მიმართა და მოითხოვა, რომ არ სცნონ საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია.

“დღეიდან საქართველოში ოფიციალურად დაკანონდა რუსულ-მონგოლოიდური ტიპის ერთპიროვნული ოლიგარქიული რეჟიმი. მოვუწოდებ ყველას, ვინც თავს თვლის ოპოზიციად, უარი თქვით სადეპუტატო მანდატებზე, ეს ავტომატურად დაშლის ამ რეჟიმს. მივმართავ მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებას, არ სცნოთ ლეგიტიმურად ძალაუფლების უზურპაცია, რომელიც განხორციელდა მასობრივი გაყალბებით,” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button