კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ განაცხადა.

“ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს. ბრალი ჯერ არ ოფიციალურად არ წარდგენია, ჯერ არ გავცნობივართ რა ფორმალური საფუძვლებია შიგნით და საერთოდ, რას გვედავებიან”, – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქართული ოცნების აქტივისტი იყო, თუმცა ამბობს რომ დეტალებზე ინფრომაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გამართა, სადაც თქვეს, რომ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 31 ივლისს იპოვეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button