შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულს დღეს ბრალი წარედგინება
შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ პირს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინება. რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
“ბრალის წარდგენამდე შევხვდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ჩამოვყალიბდებით კიდევ პოზიციებზე და ამის შემდეგ მივიღებთ დროის დადგენის წარდგენაში ოფიციალურად მონაწილეობას. რისთვისაც არის იგი დაკავებული, ამ ფაქტებს იგი არ აღიარებს, იგი დუმილის უფლებას იყენებს, მას არანაირი შეხება გარდაცვლილ ქალბატონთან არ ჰქონია. ნახვითაც კი არასდროს ჰყავს ნანახი,“ – აცხადებს ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე.
შეგახსენებთ, 8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გამართა, სადაც თქვეს, რომ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 31 ივლისს იპოვეს.