შანიძე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს ანა შანიძე, რომელიც მხოლოდ 14 წლის გახლავთ.

ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში კვალიფიკაციიდან დაიწყო და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც გერმანელი ლისა-მარი მაეჩკე 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

მერვედფინალში ანას მეტოქე კიდევ ერთი კვალიფიკანტი – შვეიცარიელი დანიელა ვუკოვიჩი იქნება. ამ უკანასკნელმა მე-3 ნომრად განთესილ ხორვატ სილვია ნჯირიჩს 6:0, 6:3 სძლია.

წყვილთა ტურნირში შანიძე და რუსი ანასტასია გასანოვა ნახევარფინალში არიან გასულნი, სადაც პირველი განთესვის მქონე ომანელ ალ ნაბჰანის და ავსტრალიელ მეიერს ეთამაშებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button