შაფათავა წყვილთა ნახევარფინალშია

ქართველმა სოფო შაფათავამ და უნგრელმა რეკა-ლუკა იანიმ, რომელთაც იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე მე-2 განთესვა გააჩნიათ, წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში გააღწიეს.

შაფათავამ და იანიმ იტალიელ კრისტიანა ფერანდოს და მექსიკელ ვიქტორია როდრიგესს 5:7, 7:5, 10:7 სძლიეს, ნახევარფინალში კი მე-4 განთესვის მქონე ფრანგულ-ჰოლანდიურ დუეტს (ალიზ ლიმი-არანჩა რუსი) გაეჯიბრებიან.

ფინალის მე-2 საგზურისთვის თურქულ-ჩინური (სოილუ-ქსუ) და რუმინულ-პოლონური წყვილები (კადანტუ-პიტერი) ითამაშებენ.

ერთეულთა შეჯიბრის მერვედფინალში შაფათავა პირველ ნომრად მიჩნეულ ესპანელ სილვია სოლერ-ესპინოსას დაუპირისპირდა და 1:6, 4:6 დამარცხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button