
ქართული პროექტი ,,სალიო” Mad Cool Festival-ის შესარჩევი ტურის მეორე ეტაპზე გადავიდა და ტოპ-50 შემსრულებელს შორის მოხვდა. კონკურსის ფინალისტები, 11, 12 და 13 ივლისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაგეგმილი ფესტივალის სცენაზე გამოვლენ. რჩეული შემსრულებლისთვის ხმის მიცემა, პირველ ეტაპზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია,
11, 12 და 14 ივნისს კი Warner Music იმ 5 ჯგუფს შეარჩევს, რომელიც ამ ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.
ხმის მიცემის პროცედურა 2 ივნისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის, უნდა გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე, გაიაროთ რეგისტრაცია, მოიწონოთ mahou cool talent-ის გვერდები სოციალურ ქსელებში და ხმა მისცეთ სალიოს საკონკურსო სიმღერას სახელწოდებით – Yeah.
Mad Cool ელექტრონული, როკ და ინდი მუსიკის ფესტივალია, რომელიც 2016 წლიდან იმართება მადრიდში. ამ ფესტივალის სცენაზე გამოსულან ისეთი არტისტები და ჯგუფები, როგორებიცაა: Jack White, KALEO, Arctic Monkeys, Queens of the Stone Age და სხვები.