ლაგოდეხის აკვა-პარკი წელსაც არ გაიხსნება [Audio]

ლაგოდეხის აკვა-პარკი მიმდინარე წლის ზაფხულში დამსვენებელს არ მიიღებს.

როგორც რადიო “ჰერეთს” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, გიორგი ბოკერიამ განუცხადა, გასართობი ცენტრის მშენებლობას კომპანია წლის ბოლოს დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში აკვა-პარკი 2013 წლის სექტემბერში გაიხსნა, თუმცა გასართობმა ცენტრმა მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღო დამსვენებელი, შემდგომ დაიხურა.

ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ობიექტის გახსნის დროს სამუშაოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დაუსრულებელი იყო.

გიორგი ბოკერია_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button