კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების განაჩენი დღეს გამოცხადდება

19 წლის ფეხბურთელის,გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების განაჩენს სასამართლო დღეს გამოცხადებს. ზ.ხ და ა.ქ. სასამართლომ 9 მარტს დამნაშავედ სცნო. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5-ვე ბრალდებული დამნაშავედ სცნო. 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი სწორედ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

ფეხბურთელის ცხედარი გასული წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 – არასრულწლოვანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button