მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში საბრძოლო მასალის დეფიციტია

გენშტაბი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთში საბრძოლო მასალის დეფიციტია და მასალის მიღებაზე ქვეყანა მოლაპარაკებებს მიანმართან, აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

“სამხედრო დაზვერვას აქვს დოკუმენტები რუსეთის ხელისუფლების თანამშრომლობისა და განზრახვების შესახებ საბრძოლო მასალის, რაკეტების, სხვა აღჭურვილობისა და იარაღის შეძენასთან დაკავშირებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ რუსეთში დაიწყო საბრძოლო მასალის დეფიციტი. ვიცით, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ ირანთან. მოლაპარაკებები მიანმართან, აფრიკის კონტინენტის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმდინარეობს. მათ გაგზავნეს თავიანთი დელეგაციები – თავდაცვის სამინისტრო, საგარეო დაზვერვის სამსახური და სხვა უწყებები, რომ მიიღონ რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა და სხვა იარაღი“, – თქვა სკიბიცკიმ

მისივე თქმით, ამ დროისთვის ზოგიერთ ქვეყანას რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან უკრაინაში რუსეთის შეტევის შედეგებს ელოდებიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 16 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 162 560
​ტანკი – 3 504
ჯავშანტექნიკა – 6 810
საარტილერიო სისტემა – 2 539
სარაკეტო სისტემა – 503
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 265
თვითმფრინავები – 305
ვერტმფრენი – 289
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -2 145
საკრუიზო რაკეტები – 907
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 394
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 257.

მსგავსი პოსტები

Back to top button