კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

სასამართლო დღეს გამოაცხადებს განაჩენს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე.

ფეხბურთელის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, არასრულწლოვნებმა ზ.ხ და ა.ქ.

8 თვიანი სასამართლო პროცესი 2 მარტს დასრულდა.

პროკურორის დავით ყაზარიშვილის განცხადებით, საქმეში დევს ყველა ის საჭირო მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეს მისცემს საშუალებას ხუთივე ბრალდებული ჯგუფურად მკვლელობაში სცნოს დამნაშავედ.
პროკურატურა ბრალდებულებისათვის სასჯელის მაქსიმალურ ზომას, 17 წლით პატიმრობას ითხოვს. ბრალდებულების ადვოკატები კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. 11 აგვისტოს პროკურატურამ 5 მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button