კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
შაქარაშვილის საქმეზე მტკიცებულებებს იკვლევენ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს განახლდება.
უფლებადამცველის განცხადებით, სავარაუდოდ, დაიკითხება “ტოიოტა პრიუსის” მძღოლი ვასილ მახარაძე და ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. 11 აგვისტოს პროკურატურამ 5 მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.