მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში გამოცხადდება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ადვოკატები უკვე დასკვნით სიტყვას იტყვიან, ამის შემდეგ მხარეები რეპლიკების უფლებით ისარგებლებენ.

უფლებადამცველების განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას და სასამართლოს მხრიდან გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან.

სასამართლო მიმდინარე კვირას უკვე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. 11 აგვისტოს პროკურატურამ 5 მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

მოისმინეთ, ადვოკატების გიორგი გელხაურის და ბექა ნემსიწვერიძის კომენტარები

 

მსგავსი პოსტები

Back to top button