კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ 5 პირს პატიმრობა შეუფარდა

მცხეთის სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები გაამტყუნა.

პროკურატურამ ისინი დამნაშავედ სცნო ძალადობის ორგანიზების,მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის, ასევე გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით:

არჩილ გაგნიძეს მიესაჯა -16-წლიანი პატიმრობა.

ნიკოლოზ რევაზიშვილი -16-წლიანი პატიმრობა.

ვახტანგ ჩიქოვანი -16-წლიანი პატიმრობა.

მოსამართლემ გაამტყუნა არასრულწლოვნები ზ.ხ და ა.ქ.

რამდენ წელს გაატარებენ ისინი პატიმრობაში, სასამართლო 16 მარტს გამოაცხადეს.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი სწორედ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

ფეხბურთელის ცხედარი გასული წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 – არასრულწლოვანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button