კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

შაქარაშვილის საქმეზე “ტოიოტას” მგზავრებს ბრალი დაუმძიმდათ

პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების, 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და არასრულწლოვნებს, – ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

ამასთანავე, პროკურატურამ დღევანდელ ბრიფინგზე დეტალურად აღწერა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სურათი, რომლის აუდიოვერსიას გთავაზობთ.

ასევე, წარმოგიდგენთ პროკურატურის მიერ გრაფიკულად რეკონსტრუირებულ მკვლელობის ვიდეოვერსიას.

https://www.youtube.com/watch?v=41AzAOhuKTM

ცნობისთვის, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე ნიკა ჟვანია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. როგორც ჟვანიას ადვოკატის განმარტა, დაკავებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა, თუმცა, კვალიფიკაციას არ ეთანხმება და ბრლდების შემსუბუქებას ითხოვს.

“აღიარებს, რომ ამ ცემაში გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო… წავიდნენ შემრიგებლის როლის გამო და მოსაძებნად იმ ორი ადამიანის, მათი უბნელის. დარტყმით, დაარტყა. ამბობს, თვითონ ყოველ შემთხვევაში ამას უთითებს, რომ ფეხის არეში დაარტყა.” – თქვა ჟვანიას ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.

რაც შეეხება მკვლელობის მუხლით მიმდინარე გამოძიებას, მოკლულის ოჯახს დამატებითი ინფორმაცია გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ მიაწოდა.

შეხვედრის შემდეგ შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ ბრალდებულ პირთა წრე არ გაფართოვდება. ოჯახი ისევ “ტოიოტას” მგზავრების მკვლელობის მუხლით პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. მათ შორის ერთ-ერთი, ნიკოლოზ რევაზიშვილი დღეს ოქროს მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა ამოიცნო.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

ყველა მათგანს, აღკვეთის ღონისძების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button