შაქრიანში 70 წლის ქალის გვამი იპოვეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში, ქვევრში 70 წლის ქალის გვამი იპოვეს.
მოხუცი მარტო ცხოვრობდა. პოლიციის წინასწარი მონაცემებით, გვამს დაზიანებები აღენიშნება.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მოკვლევას კახეთის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.
ქალი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. მომხდარის მოტივი უცნობია.