მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები
შარლ მიშელი ოპოზიციას ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. საუბარი შეეხება როგორც 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტს, ასევე 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.
“დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ იქნება მხოლოდ დოკუმენტზე, რომელსაც ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან მოეწერა ხელი და ჰქვია შარლ მიშელის დოკუმენტი. საუბარი არ იქნება მხოლოდ იმ პუნქტებზე, რომლის დარღვევასაც ცდილობს ქართული ოცნება ყოველ ჯერზე. ჩვენ რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს სწორედ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანთან”, – ამბობს დეპუტატი ხათუნა სამნიძე.
შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიმართება,